თსუ-ს რექტორის არჩევნები სტუდენტთა ნაწილმა გააპროტესტა

(თბილისი, 21 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი აპირებს სასამართლოს მიმართოს, რადგან ისინი ამტიკებენ, რომ 21 აპრილს უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები უკანონოდ ჩატარდა.

სტუდენტები, რომლებიც უნივერსიტეტის რექტორის პოსტზე როინ მეტრეველის არჩევის წინააღმდეგნი არიან, აცხადებენ, რომ მეტრეველმა უკანონოდ შეცვალა თსუ-ს წესდება, რათა შესაძლებლობა მისცემოდა მესამედ ეყარა კენჭი რექტორის არჩევნებში. მეტრეველი ერთადერთი კანდიდატურა იყო.

სტუდენტების ნაწილი მეტრეველს მმართველობის ავტორიტარულ სტილსა და კორუფციაში ადანაშაულებს. “ჩვენ უნივერსიტეტში მმართველობის საბჭოთა სტილის წინააღმდეგნი ვართ”, – აცხადებენ სტუდენტები, რომლებიც მეტრეველის წინააღმდეგ გამოდიან.

სხვა ინფორმაცია ამ თემაზე:
უმაღლესი განათლება კრიზისში
კონტოროლის პალატამ თსუ-ში დარღვევები აღმოაჩინა

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version