ედპ-ის ლიდერი შესაძლო დესტაბილიზაციის შესახებ

(თბილისი, 22 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ირინა სარივილი-ჭანტურიამ, რომელიც ამჟამად სახელისუფლებო წინასაარჩევნო ბლოკ “ახალი საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერიცაა, განაცხადა, რომ საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არცენების წინ დესტაბილიზაციაა დაგეგმილი.

“რუსეთის სპეცსამსახურები შეეცდებიან საქართველოს შიგნით ზოგიერთი პოლიტიკური ძალის გამოყენებას ქვეყანაში სტაბოლურობის შესარყევად. სტუდენტა საპროტესტო აქციები გათვალისწინებულია როგორც ამ გეგმების ნაწილი”, – აცხადებს ირინა სარიშვილი ჭანტურია.

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ სახელისუფლებო ძალებს საპროტესტო აქციების ეშინიათ, რადგან რამდენიმე პოლიტიკურმა ორგანიზაციამ და ასევე სტუდენტებმა უკვე ჩაატარეს ანტისახელისუფლებო მიტინგები სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან აპრილში, ხელისუფლება კი ამ სახით “ცდილობს მოსალოდნელი დესტაბილიზაციის ილუზორული საფრთხე შექმნან, რომელიც თიქოს რუსეთიდან მომდინარეობს”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version