სემეკი ენერგიის დანაკარგებთან დაკავშირებით მასალებს პროკურატურას გადასცემს

(თბილისი, 22 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია საბითუმო ბაზართან ერთად მოძიებულ მასალებს ენერგოსისტემაში ენექტროენერგიის დანაკარგების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურას გადასცემს. ამის შესახებ დღეს პრესკონფერენციაზე სემეკ-ის თავმჯდომარემ ელიზბარ ერისთავმა განაცხადა.

მისი თქმით, მოძიებული მასალების მიხედვით, ქსელში დანაკარგი ბოლო დროს მკვეთრად გაიზარდა – 10%-დან 16%-მდე, და 415 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიას შეადგენს.

“ეს ეჭვს ბადებს, რომ ხდება მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზებიდან ელექტროენერგიის ხელოვნურად დატაცება, რაც დიდ ფინანსურ ზარალს აყენებს დისტრიბუციას და ენერგიის შემსყივდელ კომპანიებს”, – აცხადებს ელიზბარ ერისთავი.

ამ საკითხთან დაკავშირებით კომისიაში საგანგებო თათბირი მოეწყო, რომელსაც ენერგოსექტორის პირველი პირები და რგოლის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

Exit mobile version