(თბილისი, 23 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებმა ედუარდ შევარდნაძემ და ლეონიდ კუჩმამ 22 აპრილს კიევში გამართულ შეხვედრაზე დსთ-ის ფარგლებში თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნისა და კასპიის ნავთობის ტრანსპორტირებაში უკრაინის შესაძლო მონაწილეობის საკითხები განიხილეს.
ედუარდ შევარდნაძემ და ლონიდ კუჩმამ მზადყოფნა გამოთქვეს დსთ-ის ფარგლებში თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნისთვის და განაცხადეს, რომ ასეთი ნაბიჯი ხელს შეუწყობს დსთ-ის ფარგლებში ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას.
საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს დასავლეთის ბაზრებზე ოდესა-ბროდის ნავთობსადენის მეშვეობით კასპიის ნავთობის ტრანსპორტირებაში უკრაინის შესალო მონაწილეობის საკითხიც.