შევარდნაძე უარყოფს დიქტატურის დამყარების შესაძლებლობას

(თბილისი, 24 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – “საქართველოში დემოკრატიას არანაირი საფრთხე არ ემუქრება”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ 23 აპრილს კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას.

“საქართველოს ყველაფერი შეიძლება მოუვიდეს დიქტატურის გარდა”, – თქვა შევარდნაძემ პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადების კომენტირებისას იმის თაობაზე, რომ “სახელისუფლებო საარჩევნო ბლოკის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა შესაძლოა დიქტატურის დამყარება გამოიწვიოს”.

21 აპრილს ნინო ბურჯანაძემ შეშფოთება გამოთქვა სახელისუფლებო ძალების წინასაარჩევნო პოლიტიკასთან დაკავშირებით. “თავიანთ მოქმედებებში ხელისუფლება საზოგადოებრივი აზრის იგნორირებას ახდენს. იქმნება შტაბეჭდილება, რომ ჩვენ დღემდე ერთპარტიულ სისტემაში ვცხოვრობთ”, – თქვა ბურჯანაძემ.

სხვა ინფორმაცია ამ თემაზე:
ბურჯანაძე დიქტატურის საფრთხეს ხედავს

Exit mobile version