(თბილისი, 24 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პარლამენტმა უარი თქვა თავისუფალი ეკონომიკური ზონების შესახებ კანონპროექტის დამტკიცებაზე. კანონპროექტს 74 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, საჭირო 79-ის ნაცვლად, ხოლო წინააღმდეგი 81 იყო.
პროექტი პარლამენტში ფრაქცია “აღორძინებამ” შეიტანა, რომელიც აქტიურად ობირებს ბათუმში თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას.
ეს “აღორძინების” მეორე უშედეგო მცდელობა იყო გაეტანა ეს პროექტი პარლამენტში. ანალოგიური ინიციატივა პარლამენტმა არ 1997 წელს დაამტკიცა ცენტრალური აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან დიდი ზეწოლის გამო.
სახლეისუფლებო ფრაქციები კანონპროექტის კატეგოიული წინააღმდეგნი იყვნენ. გასულ კვირას შევარდნაძემ განაცხადა, რომ ტავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა სტომულს მისცემს ქვეყანაში სეპარატისტულ განწყობებს.
ფრაქცია “აღორძინებამ” პარლამენტის საპროცედურო კომიტეტში კენჭისყრის შედეგები გააპროტესტა.
სხვა ინფორმაცია ამ თემაზე:
ბათუმი თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას ხელმეორედ ცდის