(თბილისი, 25 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი აფთანდილ ჯორბენაძე 24 აპრილს მოსკოვში გაემგზავრა, სად მონაწილიობას იღებს დსთ-ის ქვეყნების მთავრობის მეთაურთა სამიტში.
ქართულ დელეგაციაში ასევე შედიან სახელმწიფო მინისტრის მოადგილე აკაკი ზოიძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ ანთაძე.
სხვა საკითხებთან ერთად სამიტზე განიხილება დსთ-ის ქვეყნებს შორის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივი პროგრამა.