დსთ-ის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა თბილისში

(თბილისი, 29 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს თბილისში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება.

დღეს დილით თბილისში რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ბორის გრიზლოვი ჩამოვიდა, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრაზე ტერორიზმის და ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები განიხილება.

“ეს შეხვედრა დსთ-ს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია,” განაცხადა გრიზლოვმა.

Exit mobile version