(თბილისი, 29 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი “გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერს ზურაბ ჟვანიას შეხვდა.
შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს დაეთმო, რომელიც ოქტომბრის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.
“მე შეშფოთება გამოვთქვი მთავრობის მიერ წარმოდგენილ ცსკო-ს დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით, რომელიც სრულიად არადემოკრატიულია,” განუცხადა ჟვანიამ ჟურნალისტებს მაილსთან გამართული შეხვედრის შემდეგ.