ჟვანია შევარდნაძეს ეთნიკური შუღლის გაღვივებაში ადანაშაულებს

(თბილისი, 12 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – “გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერი ზურაბ ჟვანია საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შავარდნაძეს ეთნიკური შუღლის გაღვივებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ამაზე პასუხისმგებლობა პრეზიდენტმა უნდა აგოს.

ამასთანავე ჟვანია მხარს უჭერს “ახალი მემერჯვენეების” ინიციატივას ოპოზიციური პარტიების მიერ საკოორდიანციო საბჭოს შექმნის თაობაზე, რომელიც ერთობლივად შეძლებს ხელისუფლების წინააღმდეგ “ბრძოლას” კანონიერი მეთოდებით.

ჟვანიამ დღევანდელ ბრიფინგზე ასევე უარყო ინფორმაცია ახალგაზრდების მიერ მოწყობილი აქციების “კმარასთან” კავშირის შესახებ.

“ახალგაზრდების მიერ მოწყობილი აქციები მართლაც სერიოზულია, რომელიც ხელისუფლებას აშინებს, თუმცა მასთან ოპოზიციას არანაირი კავშირი არ აქვს”, – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ.

Exit mobile version