ვახტანგ რჩეულიშვილმა და მამუკა ჯინჭარაძემ ისრაელში საპატრიარქოსთვის მიწის ნაკვეთი შეიძინეს

(თბილისი, 13 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – ისრაელიდან საქართველოში დაბრუნდა სოციალისტური პარტიის ლიდერი ვახტანგ რჩეულიშვილი, რომელმაც რუსეთში მოღვაწე ერთ-ერთ ქართველ ბიზნესმენთან მამუკა ჯინჭარაძესთან ერთად ისრაელში საქართველოს საპატრიარქოსთვის მიწის ნაკვეთი შეიძინა.

რჩეულიშვილის განცხადებით, მიწის ნაკვეთი საპატრიარქოს პირადი საკუთრება იქნება წმინდა მიწაზე.

თავად ბიზნესმენმა მასმედიასთან შეხვედრა არ ისურვა. ვახტანგ რჩეულიშვილის განცხადებით, კი მამუკა ჯინჭარაძე რუსეთში მოღვაწეობს და საქართვლოში უკვე დაბანდებული აქვს გარკვეული თანხა.

როგორც მოსალოდნელია, მამუკა ჯინჭარაძე სახელისუფლებო ბლოკის წინასაარჩევნო კამპანიას დააფინანსებს.

Exit mobile version