(თბილისი, 15 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სახელმწიფო ტელევიზიის პირველი არხის პირდაპირ ეთერში განაცხადა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის ვიზიტი საქართველოში გადაიდო.
მას არ დაუკონკრეტებია თუ როდის შედგება ვიზიტი, რომელიც მაისის შუა რიცხვებისთვის იყო დაგეგმილი. მენაღარიშვილის თქმით პაუელი საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა.