(თბილისი, 31 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – სანკტ-პეტერბურგში ქალაქის 300 წლისთავთან დაკავშირებით შემდგარი საზეიმო ღონისძიებების პარალელურად ჩატარებული დსთ-ის ქვეყნების მეთაურთა არაფორმალურ სამიტზე პრეზიდენტებმა გადაწყვიტეს დამკვირვებლების გაგზავნა აზერბაიჯანში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე და საქართველოში 2 ნოემბრისთვის დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებზე.
ამის შესახებ ჟურნალისტებს უკრაინიზ პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ აცნობა. მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე მოსმენილი იქნა ინფორმაცია სომხეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების დროს დამკვირვებელთა მუშაობის შესახებ.