შევარდნაძე ანტისახელისუფლებო ძალების დაფინანსებაში საერთაშორისო ორგანიზაციას ადანაშაულებს

(თბილისი, 2 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ანტისახელისუფლებო ძალების დაფინანსებაში ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას ადანაშაულებს. იგი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ამ ორგანიზაციას ვერ დაასახელებს, თუმცა კარგად იცის მისი წევრების “ვინაობა და საქმიანობა”.

“საქართველოსთვის მათ ბევრი სასიკეთო საქმე გაუკეთებიათ, თუმცა ბოლო დროს პოლიტიკაში ერევიან, ეს კი მათი საქმე არ არის”, – განაცხადა დღეს რადიოინტერვიუში და ბრიფინგზე ედუარდ შევარდნაძემ.

მართალია პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, ვინ ყავდა მხედველობაში, მაგრამ როგორც გასულ კვირას აშშ-ის ელჩთან შეხვედრის შემდეგ სახელისუფლებო ბლოკის წევრმა, ედპ-ის ლიდერმა ირინა სარიშვილმა-ჭანტურიამ განაცხადა, ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ ზოგიერთ პოლიტიკურ აქციას აფინანსებს სოროსის ფონდი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version