ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა სადისტრიბუციო კომპანიების 30-მდე ფილიალს

(თბილისი, 9 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – ენერგეტიკის საბითუმო ბაზრის ხელმძღვანელობის ბრძანებულების თანახმად, დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა “საქართველოს სადისტრიბუციო ენერგოკომპანიების” 30-მდე ფილიალს. ამის მიზეზად საბითუმო ბაზარი მიწოდებული ენერგიის საფასურის გადაუხდელობას ასახლებს.

ენერგობაზრის ინფორმაციით, ენერგოკომპანიებიდან ამოღებული თანხა 15-20% არ აღემატება, რის გამოც საბითუმო ბაზარნა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.

ამ ქმედების წინააღმდეგ გამოდის სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე და აცხადებს, რომ ასეთი მიდგომა გაუმართლებელია, რადგან ურიჩი გადამხდელების გათიშვის გამო ელექტროენერგია შეუწყდა გადამხდელუნარიან მოსახლეობასაც.

ამის მიუხედავად, ურჩი გადამხდელებისგან თუ არ გაიცემა მყარი გარანტიები თანხის დროულად გადახდის შესახებ, საბითუმო ბაზარი ელექტროენერგიის მიწოდებას არ აღადგენს. დღეს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა ქუთაისს, რუსთავს და მათ შორის თბილისის ნაწილს.

Exit mobile version