ანტიტერორისტული სახელმწიფო კომისია განახლებული შემადგენლობით იწყებს მუშაობას

(თბილისი, 11 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – უწყებათაშორისი ანტიტერორისტული სახელმწიფო კომისია განახლებული შემადგენლობით იწყებს მუშაობას. კომისიის შექმნის მიზანი ტერორიზმის მექანიზმების გამოვლენა და მის წინააღმდეგ ბრძოლაა.

“ჩვენი უმთავრესი მიზანია თანამშრომლობა ისეთ ქვეყნების შესაბამის კომისიებთან, როგორიცაა ამერიკა და რუსეთი, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ტერორიზმის აღსაკვეთად. ამასთანავე, ვითვალისწინებთ სხვა ქვეყნების რეკომენდაციებს და ვცდილობთ შეუერთდეთ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებულ კონვეციებს ტერორიზმის აღკვეთის მიზნით”, – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ჯემალ გახოკიძემ.

მისი თქმით, კომისია 15 წევრისგან შედგება, მათ შორის არის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრციის ხელმძღვანელობა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელიც უშვალოდ ფულის გათეთრების საკითხებზე იმუშავებს, ეროვნული უშიშროების აპარატის და ძალოვანი უწყებების  წარმომადგენელბი. 

უშიშროების სამინისტროს შემუშავებული აქვს კანონპროექტი, რომელიც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრზოლას ითვალისწინებს და პარლამენტშია შეტანილი განსახილველად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version