(თბილისი, 23 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია არ ადასტურებს ქართული პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას სოხუმში ერთ-ერთ სასტუმროზე მობილური კავშირგაბმულობის ანძის დამონტაჟების შესახებ, რომელიც თითქოს რუსული მხარის დახმარებით განხორციელდა.
“სამწუხაროდ ვერ ხერხდება ადგილზე ჩასვლა და ამ ინფორმაციის გადამოწმება. ჩვენ დაუკავშირდით რუსეთის შესაბამის უწყებებს, სადაც ასეთი რამ არ დადასტურდა. ჩვენთვის უცნობია ის რუსული კომპანიაც, რომელმაც თითქოს დასხმარება გაუწია აფხაზურ მხარეს”, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორმა გიორგი რატიშვილმა.
მისი თქმით, აფხაზურ მხარს უფლება არ აქვს კომისიის გარეშე მობილური კავშირგაბმულობის სისტემა დაამონტაჟოს, ამისათვის კომისაში განცხადის საფუძველზე შესაბამისი ლიცენზია უნდა გაიცეს, რაც არ მომხდარა.