(თბილისი, 23 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის რეკომენდაციიდან ჯერ-ჯერობით საქართველოს არც ერთი პინქტი არ შეუსრულებია. ამის შესახებ დღეს სახელმწიფო კანცელარიაში მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში თემურ ბასილიამ განაცხადა.
“ჯერ-ჯერობით არც ერთი პინქტი ამ რეზოლუციიდან შესრულებული არ არის, თუმცა, ტარდება გარკვეული სახის ღინისძიებები მათ განსახორციელებლად”, – განცხადა ბასილაიმ.
სსფ რეკომენდაცების შესრულების ერთ-ერთ ხელისშემშლელ ფაქტორად სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე პარლამენტის უუნარობას ასახელებს და აცხადებს, რომ პარლამენტს არ შესწევს ძალა მიიღოს ის მნიშვნელოვანი კანონპროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ფონდის რეოკმენდაციების განხორციელებას.
სსფ-ის მისია თბილისში 24 ივნისს ჩამოვიდა და ორი კვირის განმავლობაში შესაბამისი უწყების წარმომადგენლებთან ერთად მუშაობდა, რის შემდეგაც შემუშავდა დასკვნა, რომელიც ბიუჯეტის სეკვესტრს და მთელ რიგ ცვლილებების განხორციელებას ითვალისწინებს.