“კმარას” აქტივისტები ბორჯომის ხელმძღვანელობის დასჯას მოითხოვენ

(თბილისი, 22 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – ახალგაზრდული მოძრაობა “კმარას” აქტივისტებმა დღეს გენერალური პროკურატურაში სარჩელი შეიტანეს 4 ივლისს ბორჯომში მათი მორიგი აქციის ჩატარებისთვის ხელის შეშლისა და რაიონში არშეშვების გამო.

“კამრას” აქტივისტებმა ასევე ამასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გამართეს პროკურატურის შენობის წინ და საქმის ობიექტურად წარმართვა მოითხოვეს. ისინი ბორჯომის რაიონის ხელმძღვანელობის დასჯას მოითხოვენ.

Exit mobile version