უშიშროება ნავთობპროდუქტების კონტრაბანდის წინააღმდეგ კომპლექსურ ღონისძიებებს იწყებს

(თბილისი, 21 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – უშიშროების სამინისტრო აღურიცხავი ნავთობპროდუქციის რეალიზაციის წინააღმდეგ გამოდის და საგანგებო კომპლექსური ოპერატიული გეგმის განხორციელებას იწყებს.

“დღეიდან დაიწყება სპეციალური გეგმის განხორციელება, რომელიც კონტრაბანდული ნავთობპროდუქტების დაკავება-აღრიცხვას ითვალისწინებს. ეს ღონისძიება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარდება”, – განაცხადა დღეს უშიშროების სამინისტროს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა ნიკა ლალიაშვილმა პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ასეთი ღონისძიებები აუცილებელი გახდა იმის გამო, რომ აღურიცხავი ნავთობპროდუქციის ბრუნვა ქვეყანაში უკვე კულმინაციურ მაჩვენებელს აღწვეს. 

Exit mobile version