(თბილისი, 21 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტის თხოვნის მიუხედავად შიმშილობის შეწყვეტის თაობაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” კვლავ აგრძელებს შიმშილობას და საპროტესტო აქციებს პენსიების დავალიანების გაცემის მოთხოვნით.
“მამა-შვილურად მოგიწოდებთ, ნუ იყენებთ ამ მტკივნეულ თემას არჩევნების წინ პოპულისტრუად. ამის საფუძველი არ არსებობს, რადგან პენსიები დარიგდება”, – განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ თავის დღევანდელ რადიოინტერვიუში.
დღეს საპროტესტო აქციები ასევე იმართება საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. თბილისში კი საპროტესტო აქცია იუსტიციის სამინისტროს წინ დაიწყო.
აქციის მონაწილეების განცხადებით, აქციები გაგრძელდება, სანამ არ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნები. იუსტიციის სამინიტროში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო ფრაქციის 7 წევრმა შიმშილობა 16 ივლისს დაიწყო სამტრედიელი პენსიონერებისთვის საპენსიო დავალენებების დაფარვის მოთხოვნით.