თბილისში მაშველთა ცენტრი შეიქმნა

(თბილისი, 18 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს თბილისში მაშველთა ცენტრის გახსნის ოფიციალური ცერემონია შედგა.

ცენტრის მიზანია სტიქიურ უბედურებათა შედეგების ლიკვიდაცია კავკასიის ქვეყნებში. შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ პროექტის დასაფინანსებლად 502 ათასი დოლარი გამოყო. შვეიცარიამ ექსპერტთა ჯგუფი გამოაგზავნა მაშველთა ცენტრის შექმნის საქმეში საქართველოსთვის დახმარების გასაწავად.

“ჩვენ ვაპირებთ ასეულის გაგზავნას ერაყში რეაბილიტაციის პროცესებში მონაწილების მისაღებად. ამგვარად, მაშველთა არმიის შექმნას საქართველოში ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს”, – განაცხადა პრეზიდენტმა შევერდნაძემ ცენტრის გახსნის ცერემონიაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version