შევარდნაძე ნაციონალების შიმშილობის აქციას უსაფუძვლოდ მიიჩნევს

(თბილისი, 18 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციის მიერ იუსტიციის სამინისტროს შენობაში მოწყობილი შიმშილობის აქციის კომენტირებისას საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ ამგვარი საპროტესტო აქციის რეალური საფუძველი არ არსებობს.

ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციის 7-მა წევრმა 18 ივლისს იუსტიციის სამინისტროში შიმშილობის აქცია დაიწყო. ისინი მთავრობის მიერ გაყინული პენსიების დარიგებას და იუსტიციის სამინისტროსგან პენსიების დარიგებაზე სასამართლოს მიერ მიღებული დაგაწყვეტილების აღსრულებას მოითხოვენ.

ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, მიმდინარე თვის პენსიების დარიგება უკვე დაიწყო. “ჩვენ საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის სქემა სავალუტო ფონდთან შევათანხმეთ”, – დაამატა პრეზიდენტმა. “მათ (მოშიმშილეებს) მხოლოდ გახდომა სურთ”, – განაცხადა შევარდნაძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version