უშიშროების საბჭოს მდივნის ვიზიტი რუმინეთსა და უკრაინაში

(თბილისი, 17 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი თედო ჯაფარიძე 16 ივლისს უკრაინაში ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას შეხვდა.

მხარეებმა ორმხრივი თანამშომლობის საკითხები და აფხაზეთის პრობლემა განიხილეს. თედო ჯაფარიძემ აფხაზეთის კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესში ბოლო პერიოდში გამოჩენილი ახალი ელემენტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა უკრაინის პრეზიდენტს.

ვიზიტის ფარგლებში თედო ჯაფარიძე ასევე შეხვდა უკრაინის პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრის.

მანამდე კი უშიშროების საბჭოს მდივანი 15 ივლისს ვიზიტით იმყოფებოდა რუმინეთში. მას შეხვედრები ჰქონდა რუმინეთის პრეზიდენტთან, თავის რუმინელ კოლეგასთან და ხელისუფლების სხვა ოფიციალურ წარმომადგენლებთან.

მხარეებმა შეხვედის დროს ევროკავშირში გაერთიანებისა და ნატოს წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაფართოების საკითხები, ასევე აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების პრობლემაც განიხილეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version