(თბილისი, 15 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია სამუშაო ვიზიტით ირანში იმყოფება, სადაც თავის კოლეგებთან შეხვედრისას რეგიონში ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს განიხილავს.
უშიშროების მინისტრი ირანში 13 ივლისს გაემგზავრა და თბილისში 16 ივლისს დაბრუნდება.