გატაცებულია 17 წლის ახალგაზრდა

(თბილისი, 15 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საინფორმაციო საშუალებების ცნობით, მარნეულის რაიონში მცხოვრები 17 წლის ბექა მუმლაძე რამდენიმე დღის წინ თბილისში, საბურთალოს რაიონიდან გაიტაცეს.

ყოველდღიური გაზეთის “24 საათის” მონაცემებით, გამტაცებლებმა უკვე მოითხოვეს გამოსასყიდი თანხა მძევლის გასათავისუფლებლად.

თუმცა, ვაკე-საბურთალოს პროკურატურა უარყოფს ამ ცნობას და აცხადებს, რომ მათ ასეთი ინფორმაცია არ გააჩნიათ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version