თედო ჯაფარიძე მოშიმშილე ვეტერანებს შეხვდა

(თბილისი, 12 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე დღეს აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების შენობის (იმელის) წინ მოშიმშილე ვეტერან მეომრებს შეხვდა.

“ჩვენი მოთხოვნები შესაბამის საერთასორისო ორგანიზაციებამდე უნდა მივიტანოთ. როგორც გაეროს წევრი ქვეყანა, ვიტოვებთ უფლებას გაეროს მოვთხოვოთ წესდების მე-7 მუხლის ამოქმედება”, – განაცხადა თედო ჯაფარიძემ. (გაეროს წესდების მე-7 მუხლი კონფლიქტის ძალისმიერ მოგვარებას ითვალისწინებს).

თედო ჯაფარიძის მხრიდან მხარადჭერის მიუხედავად აქციის მონაწილეებმა შიმშილობა არ შეწყვიტეს და განაცხადეს, რომ აქცია იქამდე გაგრძელდება, სანამ საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ხელს არ მოაწერს დოკუმენტს, რომლის მიხედვით,  რუსეთის სამშვიდობო ჯარები ქვეყნის ტერიტორიას დატოვებენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version