ევროკავშირის “მინისტრთა სამეულის” შეხვედრები საქართველოს პარლამენტში

(თბილისი, 9 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – ევროკავშირის მინისტრთა სამეული დღეს საქართველოს პარლამენტში მართავს შეხვედრებს, სადაც ერთ-ერთ ძირითად თემას საპარლემენტო არჩევნებისთვის მზადება წარმოადგენს. ევროკავშირი დიდ დაიტერესებას გამოთქვამს არჩევნებისათვის მზადებასთან დაკავშირებით საქართველოში და მისი წარმომადგენლები აცხდებენ, რომ არჩევნების სამართლიანად ჩატარება განსაზღვრავს შემდგომ თანამშრომლობს საქართველოსა და ორგანიზაციას შორის.

ევროკევშირის დელეგაციამ წარმოადგენა ახალი გეგმა “ახალი სამეზობლი გაერთიანება”, სადაც საქართველომ გაწევრიანების სურვილი უკვე გამოთქვა.

“ჩვენ მოვითხოვთ ამ გაერთიანებაში ჩართვას. ის, რომ კავკასიის რეგიონში ევროკავშირის წარმომადგენლი დანიშნა, იმის შანსს იძლევა, რომ გავწევრიანდეთ” – განაცხადა შეხვედრის შემდეგ პარლანენტის ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა.

ევროკავშირი ასევე დაინტერესებას გამოთქვამს რეგიონში არსებული კონფლიქტური საკითხების მოგვარებაში საკუთარი როლის განსაზღვრის მიმართ.

ევროკავშირის წარმომადგენლად კავკასიაში ფინელი დიპლომატი ჰაიკი ტალვაიტი დაინიშნა. ევროკავშირის სამეული თბილისში 8 ივლისს ჩამოვიდა, რომელსაც იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მარგარეტ ბონივერი ხელმძღვანელობს.

Exit mobile version