(თბილისი, 9 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საინფორმაციო საშუალებების ცნობით, 7 ივლისს აფხაზეთში, სოფელ ეშერაში ნავთობის რეზერვუარის აფეთქების შედეგად 3 კაცი დაიღუპა და ოთხი დაშავდა.
აფხაზური მხარე ქართველ პარტიზანებსა და ოფიციალურ თბილისს ტერორისტული აქტის ორგანიზებაში ადანაშაულებს, ხოლო ქართული მხარის განცხადებით, აფეთქება აფხაზეთში მოქმედ კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის არსებული კონფლიქტის შედეგია.