(თბილისი, 8 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – ევროკავშირის მინისტრთა სამეულის ოფიციალური ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში 7 ივლისს დაიწყო. ევროკავშირის დელეგაცია იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მარგარიტა ბონივერის ხელმძღვანელობით თბილიში 8 ივლისს ჩამოვა.
ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის დელეგაციის წევრები შეხვდებიან საქართველოს პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პარლამენტის ვიცე-სპიკერს და საპარლამენტო ფრაქციების ლიდერებს.
ევროკავშირის მინისტრთა სამეულის ვიზიტის მიზანია ევროკავშირის თანამშრომლობის გაძლიერება სამხრეთ კავკასიის რეგიონთან. ევროკავშირმა უკვე დანიშნა ჰეიკი ტალვაიტი თავის წარმომადგენლად სამხრეთ კავკასიაში.