(თბილისი, 7 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – დსთ-ს სამშვიდობოების მანდატი აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში 6 ივლისს ამოიწურა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქართულმა მხარემ უკვე გაგზავნა რუსეთში ყველა საჭირო დოკუმენტი მანდატის გაგრძელების თაობაზე, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღია.
7 მარტს სოჭში გამართულ შეხვედრაზე რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, რუს სამშვიდობოებს შეუძლიათ დარჩნენ კონფლიქტის ზონაში, სანამ ერთ-ერთი მხარე არ მოითხოვს მათ გაყვანას.
ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ მანდატის გაგრძელებას ყოველ ექვს თვეში აზრი არ ჰქონდა, ხოლო სამშვიდობოები დევნილთა აფხაზეთში დაბრუნების გარანტიის მნიშველოვან ელემენტს წარმოადგენენ.