(თბილისი, 4 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – ისრაელში საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დააკავეს საქართველოს მოქალაქე, “მხედრიონის” ერთ-ერთი ლიდერი გიგა გელაშვილი. ამის შესახებ უკვე ინფორმირებული არიან საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურები.
იგი 1995 წელს საქართველოს პრეზიდენტზე მომხდარი ტერაქტის გამო იხდიდა სასჯელს და 2002 წელს შევარდნაძის შეწყალებით გაათავოსიფლეს.