შევარდნაძე სუუამ-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

(თბილისი, 3 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე დღეს დილით უკრაინის ქალაქ იალტაში გაემგზავრა, სადაც იგი 3-4 ივლისს სუუამ-ის წევრი ქვეყნების (საქართველო, უკრაინა, უზბეკეთი, აზერბაიჯანი და მოლდოვა) სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

აზერბაიჯანის, მოლდოვასა და უზბეკეთის პრეზიდენტები სამიტში მონაწილეობას არ მიიღებენ.

შეხვედრის დროს მხარეები თავისუფალი სავაჭრო ზონისა და ანტიკორუფციული პროგრამების საკითხებს განიხილავენ.

საქართველოს პრეზიდენტი თავის უკრაინელ კოლეგას ლეონიდ კუჩმას 3 ივლისს შეხვდება.

შევარდნაძეს საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილიც ახლავს თან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version