შევარდნაძე ბრიტანული და თურქული ავიაკომპანიების პრობლემის გამოსწორებას მოითხოვს

(თბილისი, 2 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე დღეს ბრიტანეთის და თურქეთის ავიახაზებისთვის ლიცენზიის შეწყვეტის საკითხი განიხილეს.

საქართველოს პრეზიდენტი დღესვე ადგილობრივი ავიაკომპანიების კრიტიკით გამოვიდა და განაცხადა, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება უცხოური კომპანიების საწინააღმდეგოდ არის მიმართული და მისი გამოსწორება მოითხოვა.

ბრიტანული და თურქული კომპანიების საკითხი ანტიმონიპოლიურმა სამსახურმა შეისწავლა და პარლამენტს მისი ხელახალი გადასინჯვა მოთხოვა.

ავიაკომპანიებს რეგულარული რეისების განხორციელება პარლამენტის 27 თებერვლის დადგენილების შემდეგ შეუწყდა, რომლის მიხედვით, კომპანიებს საგადასახადო დავალიანების გადახდა და ეროვნულ კომპანიებთან ხელშეკრულების დადება დაევალათ.

სხვა ინფორმაცია ამ თემაზე:
საქართველო აჩერებს ბრიტანეთის ავიახაზებისა და თურქეთის ავიახაზების რეისებს

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version