(თბილისი, 27 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – “ახალმა მემარჯვენეებმა” დღეს თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიურ თეატრში ყრილობა ჩაატარეს, სადაც თავიანთი წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადეს.
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, სოციალური და უსაფრთხოების პრობლემები – “ახალი მემარჯვენეების” წინასაარჩევნო პროგრამის ძირითად საკითხებს წარმოადგენენ.
“ჩვენ 900 დღე გვჭირდება, რათა ამომრჩევლებს კონკრეტული შედეგები წარვუდგინოთ”, – განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით გამყრელიძემ.
პარტიის ყრილობამ გამყრელიძე საარჩევნო შტაბის უფროსად აირჩია.
ოპოზიციურმა “ნაციონალურმა მოძრაობამ” 26 ივნისს განაცხადა საარჩევნო კამპანიის დაწყების შესახებ. პარტიის საარჩევნო პროგრამა სოციალური საკითხებისკენაა მიმართული.