უშიშროების მინისტრის თქმით, აფხაზეთში ძალის გამოყენება “თეორიულად შესაძლებელია”

(თბილისი, 26 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ 25 ივნისს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “თბილისს აფხაზეთის კონფლიქტის ძალისმიერი მეთოდებით მოგვარების თეორიული გეგმა გააჩნია”. მან ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების მთავარი გეგმა მშვიდობიან მოლაპარაკებებს ითვალისწინებს.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძალის გამოყენება აფხაზეთიდან საქართველოში “ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის ექსპორტის” შემთხვევაში მოხდება. 

ვალერი ხაბურძანიამ მსგავსი განცხადება 20 ივნისსაც გააკეთა, რამაც აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების პროტესტი და შეშფოთება გამოიწვია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version