შევარდნაძე კენეტ ვოლეკს შეხვდა

(თბილისი, 26 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტს კენეტ ვოლეკს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების საკითხებს შეეხო.

პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ მიმდინარეობს საარჩევნო კოდექსის დახვეწაზე მუშობა. ასევე გრძელდება მუშაობა საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების მიზნით, რაც დღეისათვის სადაო საკითხად რჩება.

შევარდნაძემ კენეტ ვოლეკს მადლიერება გამოუთქვა დიდი ინტერესისა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებში აქტიურად ჩართვის გამო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version