(თბილისი, 23 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი საგანგაშოდ არ მიიჩნევს სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტს საქართველოში და აცხადებს, რომ სიტუაცია ამ მხრივ არც თუ ისე ცუდია.
“საქართველომ შეძლო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების გათვალისწინება და ამ მხრივ საგანაგაშო არაფერია”, – განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ თავის დღევანდელ რადიოინტერვიუში.
ასევე ფიქრობს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე გიორგი ისაკაძე. მისის თქმით, განწყობა სამუშაოა და ორი კვირის მანძილზე სავალუტო ფონდის დელეგაციასთან ერთად განიხილება ყველა პრობლემატური საკითხი.
სავალუტო ფონდის მისია საქართველოში 24 ივნისს ჩამოვა.