(თბილისი, 23 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე ნინო ბურჯანაძე დღეს სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ისრაელში მიემგზავრება.
ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვედრებს გამართავს ისრაელის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, კნესეტის თავჯდომარესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.