(თბილისი, 19 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – აფხაზურმა მხარემ უარყო ქართულ მხარესთან რაიმე ხელშეკრულების არსებობა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით კოდორის ხეობაში საერთო საგუშაგოების გახსნის თაობაზე.
“ქართული მხარიდან არანაირ შემოთავაზებას ადგილი არ ჰქონია. ეს არ შეესაბამება სინამდვილეს”, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” აფხაზეთის თვით-გამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდრე სტუდენიკინმა.
რუსეთის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, რომლებიც კოდორის ხეობაში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის ემზარ კვიციანის ციტირებას ახდენდნენ, მხარეები კოდორში ერთობლივი საგუშაგოების შექმნაზე შეთანხმდნენ.