ახალი ამბები

თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში

(თბილისი, 12 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე დღეს ბრიუსელში გაემგზავრა. იგი მონაწილეობას მიიღებს ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების მეთაურთა შეხვედრაში, რომელიც 12-14 ივნისს გაიმრთება.

“ეს ვიზიტი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის და საქართველოს თავდაცვის მინისტრები ხელს მოაწერენ ოთხმრივი თანამშრომლობის დოკუმენტს, რომელიც 2003-2004 წლების განმავლობაში სამხედრო სფეროში თანამშრომლობას და გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს. ასევე შემუშავდება სამოქალაქო კონტროლის და უსაფრთხოების მექანიზმების დანერგვისსამოქმედო გეგმა”, – აცნობა “სივილ ჯორჯიას” თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გელა ბეჟუაშვილმა.

მისი თქმით, ეს თანამშრომლობა წარიმართება პროგრამის – “პარტნიორობა მშვიდობისათვის” ფარგლებში. ასეთი თანამშრომლობა ოთხმრივ ფორმატში პირველად ხორციელდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button