(თბილისი, 13 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს თავდაცვის მინისტრის აპარატის უფროსმა, პოლკოვნიკმა ალეკო მჭედლიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოსალოდნელია რუსეთიდან საქართველოში ჩეჩენი მებრძოლების გადმოსვლა.
სახელისუფლებო ბლოკის ერთ-ერთი ლიდერის ირინა სარიშვილი-ჭანტურიას განცხადებით, საქართველოს წინააღმდეგ მზადდება პროვოკაცია, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე 1000-მდე შეიარაღებული ჩეჩენის გადმოსვლას ითვალისწინებს.
“ათასმა კაცმა არა, მაგრამ ჩეჩნების გარკვეულმა ჯგუფმა, შესაძლოა, მართლაც გადმოკვეთოს საქართველო-რუსეთის საზღვარი”, – განაცხადა მჭედლიშვილმა.
მისი თქმით, თავდაცვის სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს შეიარაღებული ჯგუფების შემოღწევა საქართველოში. თუმცა, მისი თქმით, ფინანსების უქონლობა ხელს უშლის ეფექტური ღომისძიებების განხორციელებას.