ომის საწინააღმდეგო აქცია აშშ-ის საელჩოს წინ

(თბილისი, 26 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – პოლიტიკური პარტია “ერთობის” 100-მდე წევრი შეიკრიბა დღეს თბილისში აშშ-ის საელჩოს წინ პროტესტის გამოსახატად ერაყში აშშ-ის მიერ წარმოებული საომარი კამპანიის მიმართ.

დღეს აქ ჩვენ შევიკრიბეთ, რათა მოვახდინოთ იმის დემონსტრირება, რომ საქართველოს მოსახლეობა ომის წინააღმდეგია, – განაცხადა მიტინგზე პარტიის ერთერთმა ლიდერმა ალექსანდრე ჭაჭიამ.

ეს ომის წინააღმდეგ მიმართული მესამე აქცია იყო თბილისში, წინა ორი აქციი ორგანიზატორები პაციფისტები იყვნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version