ლონდონის სიტის ლორდ მერის ვიზიტი საქართველოში

(თბილისი, 22 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – ლონდონის სიტის ლორდ მერი ალდერმან გევინ არტური 22 – 25 მარტს საქართველოს სტუმრობს.

საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს ცნობით, ლორდ მერის ვიზიტი საქართველოში მიზნად ისახავს არსებული დიპლომატიური და საქმიანი ურთიერთობების განმტკიცებას, ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და დიალოგს ეფექტური ფინანსური მომსახურების სექტორის უპირატესობათა შესახებ.

ლორდ მერი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვნით ბევრს მოგზაურობს, რათა დაადასტუროს კეთილი ნება და სტიმული მისცეს ბრიტანეთის ეკონომიკურ ურთიერთობებს, განსაკუთრებით, ლონდონის სიტის ბაზრებსა და მომსახურებას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version