(თბილისი, 21 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ქართველი მესაზღვრეების ახალი საგუშაგო გაიხსნა.
თანამედროვე და კარგად აღჭურვილი საგუშაგო, ე.წ. “წითელ ხიდზე” საკონტროლო-გამშვები პუნქტის ჩათვლით, აშენებული და აჭურვილია აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერით. ცერემონიას ესწრებოდნენ აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ჩხეიძე.
რიჩარდ მაილსმა თავის გამოსვლაში მადლიერება გამოუთქვა საქართველოს ხელისუფლებას ერაყში მიმდინარე საომარ ქმედებებთან დაკავშირებით მხარდაჭერის გამო.