“ეი-ი-ეს თელასი” ურჩ გადამხდელებს ელექტროენერგიის მიწოდებას შეუწყეტს

(თბილისი, 17 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ეი-ი-ეს თელასმა” დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს, თბილისის მერიას და ახალგაზრდობის სასახლეს მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის გამო.

დღეიდან კომპანია ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციას, რომლებსაც მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური არ აქვთ გადახდილი, ელექტროენერგიის მიწოდებას შეუწყვეტს, სანამ არ მოხდება არსებული დავალიანების დაფარვა.

Exit mobile version