პრეზიდენტი ეკუმენისტურ ლოცვას დაესწრო ბაპტისტურ ეკლესიაში

(თბილისი, 15 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – 14 მარტს საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ქრისტიანული ეკლესიების წარმომადგენელთა ეკუმენისტურ ღვთისმსახურებას დაესწრო თბილისის ბაპტისტურ ეკლესიაში.

“მე მართლმადიდებელი ვარ, მაგრამ ჩვენ ყველანი ქრისტიანები ვართ”, – ასე მიმართა შევარდნაძემ დამსწრე საზოგადოებას.

საქართველოს ხელისუფლება ხშირად გამხდარა კრიტიკის ობიექტი ადამიანის უფლებების დამცველი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან იმის გამო, რომ ვერ ახერხებს რელიგიური ძალადობის აღკვეთას.

ბაპტისტურ ეკლესიაში რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებთან შეხვედრისას 18 თებერვალს სახელმწიფო მინისტრმა მთავრობისა და პრეზიდენტის სახელით მოიბოდიშა რელიგიური ექსტრემისტების მხრიდან უმცირესობების მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების გამო.

უკანასკნელად გლდანის ეპარქიის მეთაურის ბასილი მკალავიშვილის მომხრეებმა ეკუმენისტურ ღვთისმსახურებაზე ბაპტისტურ ეკლესიაში შეკრებილნი 24 იანვარს დაარბიეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version