მსოფლიო ბანკის კრედიტი მიწისძვრით დაზიანებული სკოლებისთვის

(თბილისი, 14 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელობამ მოიწონა საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდისთვის 5 მილიონი დოლარის კრედიტის გამოყოფის გამოყოფის გადაწყვეტილება, – ნათქვამია მსოფლიო ბანკის 14 მარტის პრეს-რელიზში.

კრედიტი დამტკიცებული იქნა საქართველოს მთავრობის თხოვნის საფუძველზე, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებამ დახმარება მოითხოვა 2002 წლის 25 აპრილს მომხდარი მიწისძვრით დაზიანებული სკოლების აღსადგენად.

საქართველოსთვის მსოფლიო ბანკის დახმარების პროგრამა 293 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს 18 პროექტის განსახორციელებლად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version