(თბილისი, 12 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პრეზიდენტ შევარდნაძის პირადი
წარმომადგენელი ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების საკითხებში ვახტანგ
რჩეულიშვილი დღეს მოსკოვში გაემგზავრა.
მოსკოვში იგი აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების საკითხებში რუსეთის
პრეზიდენტის პირად წარმომადგენელს ვალერი ლოშინინს შეხვდება.
მოლაპარაკებებზე აფხაზეთთან დაკვშირებული საკითხების განხილვაა დაგეგმილი.