პარლამენტი ენერგოსექტორის დღგ-სგან განთავისუფლებას ეწინააღმდეგება

(თბილისი, 11 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პარლამენტმა დღეს მხარი არ დაუჭირა ენერგოსექტორის დამატებითი  ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლების განხილვის საკითხს.

კენჭისყრის შედეგად საკითხი დღის წესრიგში არ დაისვა. დეპუტატთა ერთი ნაწილი ეწინააღმდეგება სექტორის დღგ-სგან გათავისუფლებას, რადგან, მათი გაცხადებით, ამით ცენტრალური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს დაახლოებით 40 მლნ ლარი დააკლდება.

ამ საკითხის განხილვას “გაერთიანებული დემოკრატები” და ლეიბორისტი დეპუტატები დააყენეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version